ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს მომავალი გენერალური მდივანი   ჩინეთის ლიდერებს ხვდება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით.


სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც გაეროს მომავალი გენერალური მდივანი იქნება, ჩინეთის ლიდერებს ხვდება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით.

ჩინეთის ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით ბან კი მუნი დღეს ჩავიდა პეკინში, სადაც ის ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ჯინტაოს და საგარეო საქმეთა მინისტრს ლი ჟაოხინს შეხვდება.

გარდა ამისა ბატონი ბანი სახელმწიფო მრჩეველ ტანგ ჯიახუანთანაც გამართავს მოლაპარაკებას, რომელიც გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჯონგ ილს შეხვდა.

მხარეები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ამოქმედებაზე იმსჯელებენ რომელიც ფხენიანის დასჯას ისახვს მიზნად 9 ოქტომბერს ატომური ბომბის მიწისვეშა აფეთქების გამო.

ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ფინანსური სანქციების შემოღებას და ფხენიანთან იარაღით ვაჭრობის აკრძალვას დაუჭირეს მხარი, თუმცა ამ პრობლების მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრენი არიან.

XS
SM
MD
LG