ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად უზურგანის პროვინციაში. ამ პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით ბომბი უზურგანის პროვინციის დედაქალაქ ტირინ კოტისკენ მიმავალ გზაზე იყო დამონტაჟებული. ჯერ-ჯერობით უცნობია ამ ტერაქტის ორგანიზატორთა ვინაობა.