ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

24 ერაყელი პოლიციელი და 18 მეამბოხე დაიღუპა ქალაქ ბაქუბაში მომხდარი შეტაკებებისას


ამერიკელი სამხედროების განცხადებით, 24 ერაყელი პოლიციელი და 18 მეამბოხე დაიღუპა ქალაქ ბაქუბაში მომხდარი შეტაკებებისას.

ამერიკელების ცნობით, ასევე გარდაიცვალა ერთი მშვიდობიანი პირი.

ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში კი მას შემდეგ, რაც მეამბოხეებმა პროკლამაციები გაავრცელეს და ძალადობით დაიმუქრნენ, მთავრობამ სამანქანო მიმოსვლაზე დააწესა შეზღუდვა დააწესა.

ერაყში ოქტომბრის თვე ყველაზე დიდი სიკვდილიანობით გამოირჩევა ამერიკელებისთვის. მიმდინარე თვეს იქ 96 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამ ფონზე, პენტაგონში, ამერიკის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი აცხადებს:

“ერაყის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ წლის ბოლომდე ყოვლისმომცველი გეგმა შეიმუშავონ, რომელიც ქვეყანაში პროგრესის მაჩვენებლებს შეაჯამებს. ჩვენმა ოპონენტებმა ამას გარდა, უკან უნდა დაიხიონ იქ რაიმე სახის ვადების დადგენასთან დაკავშირებით.”

XS
SM
MD
LG