როგორც ცნობილია, ნატომ ცოტა ხნის წინ სრულად ჩაიბარა ავღანეთში მიმდინარე მშვიდობისმყოფელთა მისია.
ორი მხარის შეხვედრისას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციები ერთერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.
იაპ დე ჰუპ სხეფერი სავარაუდოდ ასევე უფრო მეტი თანამშრომლობის მოწოდებით გამოვა რუსეთსა და ნატოს შორის.
სხეფერი ვაშინგტონში მოსკოვიდან ჩადის, სადაც იგი პუტინს, ივანოვსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
ამერიკის პრეზიდენტი და მისი სტუმარი ამას გარდა ნოემბერში რიგაში დაგეგმილი ნატოს სამიტის საკითხებს განიხილავენ. ლატვიაში უმაღლესი დონის შეხვედრაზე ნატოს გაფართოების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნება.