ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი საზღვაო ქვეითი დამნაშავედ ცნეს 2006 წლის აპრილში ერაყელი კაცის გატაცებასა და მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით


რიგითმა ჯონ ჯოდკამ აღიარა თავისი დანაშაული სამხედრო სასამართლოს წინაშე, რაც შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობასა და კონსპირაციაში გამოიხატება. ამის შემდეგ პროკურატურამ მოუხსნა მას განზრახ მკვლელობის, ადამიანის გატაცების და ქურდობის ბრალდება.

მას 15 წლიანი სასჯელი ელის. ჯოდკა 7 საზღვაო ქვეითისა და ერთი სანიტარისგან შემდგარ ჯგუფში შედიოდა, რომლებმაც ერაყელი ჰაშიმ იბრაჰიმ ავადი მოკლეს ქალაქ ჰამდანიაში.

XS
SM
MD
LG