ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისადმი მიძღვნილი გეგმის, ეგრეთწოდებული “საგზაო რუკის” პრაქტიკული განხორციელება უნდა დაიწყოს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების თავკაცი ხავიერ სოლანა ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისადმი მიძღვნილი გეგმის, ეგრეთწოდებული “საგზაო რუკის” პრაქტიკული განხორციელება უნდა დაიწყოს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების თავკაცი ხავიერ სოლანა ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისადმი მიძღვნილი გეგმა, ეგრეთწოდებული “საგზაო რუკა” ისევ აქტუალურია და ისრაელმა და პალესტინელებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ მისი განხორციელება.

ბატონმა სოლანამ ამის შესახებ, დღეს თელ-ავივში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ციპი ლივნისთან ერთად მოწყობილი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას ისაუბრა.

ხავიერ სოლანა დღეს აგრეთვე ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს შიმონ პერესს შეხვდა. შემდეგ კი, პალესტინელთა პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შესახვედრად, იგი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში გაემგზავრა.

როგორც ფიქრობენ, ბატონი სოლანა მაჰმუდ აბასს ჰამასის მოძრაობის წევრებისაგან დაკომპლექტებულ მთავრობასთან საერთო ენის გამონახვის მცდელობის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს.

ხავიერ სოლანას ექვსდღიანი ვიზიტი რეგიონში, სამშვიდობო მისიას ემსახურება და გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ეჰუდ ოლმერტთან შეხვედრით დაიწყო.

XS
SM
MD
LG