ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ანბარის პროვინციაში


ამერიკელი სამხედროები ერაყში აცხადებენ, რომ ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ანბარის პროვინციაში, რაც მიმდინარე თვეს ერაყში დაღუპულ ამერიკელთა რაოდენობას 96-მდე ზრდის.

დღეს დაღუპულთა შორის არის 4 საზღვაო ქვეითი და ერთი მეზღვაური.

ცნობის თანახმად ისინი საბრძოლო სიტუაციაში დაიღუპნენ, თუმცა ცნობილი არ არის ერთ ინციდენტში თუ სხვადასხვა შემთხვევისას.

ამას წინად, ერაყის არმიამ კოალიციის ჯარების დახმარებით ერაყის ტერიტორიაზე მეამბოხეების წინააღმდეგ მიიტანეს იერიში.

ერთერთი ბრძოლისას, ქალაქ ხალისში ერთი მეამბოხე იქნა მოკლული, ჰილას რეგიონში კი უსაფრთხოების ძალებმა შეიარაღებული დაჯგუფების 11 ეჭვმიტანილი წევრი დააკავეს.

ამ ფონზე, ბაღდადის სადრის რაიონში რიგირ მესამე ოპერაციის შედეგად ერაყისა და კოალიციის გაერთიანებულმა ძალებმა სამხედრო თვითმფრინავების საშუალებით 10 მეამბოხის ლიკვიდირება შესძლეს.

აქვე დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფების 10 წევრი.

XS
SM
MD
LG