ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აკრიტიკებს ირანის საკითხზე ევროპელების მიერ გაეროში შემუშავებულ რეზოლუციის პრეოქტს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, გაეროს რეზოლუცია ვერ ასახავს მსოფლიოს ექვსი უძლიერესი სახელმწიფოს საერთო პოზიციას რომ ევროპელების მიერ განვითარებული რომელიც ირანის წინააღმდეგ აწესებს სანქციებს,.

რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი ლავროვის ციტირებას ახდეს, რომელიც აცხადებს, რომ მსოფლიო სახელმწიფოების მიზანი ირანის მიერ ბირთვული ტექნოლოგიების მოპოვების აღკვეთა უნდა გახდეს, მანამ სანამ გაეროს ინსპექტორები არ გაარკვევენ მათ მდგომარეობას.

ლავროვის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რომ კონტაქტი შენარჩუნებულ იქნას ირანთან, და რომ დღეს გაეროში განხილვისთვის შექმნილი პროექტი ვერ ასახავს ექვსივე ქვეყნის მიერ შემუშავებულ და დამოწმებულ ამოცანებს.

შეგახსენებთ რომ რეზოლუციის პროექტი მიმდინარე კვირას შემუშავდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ. 6-დან დანარჩენი ქვეყნებია რუსეთი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

პროექტი კრძალავს ბირთვული ტექნოლოგიებისა და რაკეთების გადაცემას ირანისთვის, ასევე მსგავსი პროექტებისთვის დაფინანსების შეწყვეტას. ამერიკელი დიპლომატები გუშინ პროექტს აკრიტიკებდნენ არასაკმარისად მკაცრი ტონის გამო.

XS
SM
MD
LG