ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უჭირს მანქანას მსუქნის ტარება


ილინოისის შტატის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად ამერიკელები დღეს ოთხიმილიარდი ლიტრით მეტ ბენზინს ხმარობენ მეოცე საუკუნის სამოციან წლებთან შედარებით. მიზეზი - ამერიკელთა ჭარბი წონა.

როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი დღეს საშუალო ამერიკელი სულ მცირე 11 კილოგრამით მეტს იწონის სამოციანი წლების ამერიკელთან შედარებით.

გამოკვლევის ავტორები ამტკიცებენ რომ სიმსუქნის შედეგად ამერიკელები ყოველ წელს ორი მილიარდი დოლარით მეტს იხდიან ბენზინისათვის.

XS
SM
MD
LG