ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ მალიკი კვლავ ირწმუნება, რომ არალეგალურ მეამბოხეებს გაანადგურებს


ერაყის პრემიერ მინისტრის ნური ალ მალიკი კვლავ ირწმუნება, რომ არალეგალურ მეამბოხეებს გაანადგურებს, თუმცა ის ასევე უარყოფს კონკრეტული ვადების დადგენას, როცა მან ქვეყანაში ძალადობის აღმოფხვრას უნდა მიაღწიოს.

მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა განაცხადეს, რომ მალიკი თანახმა იყო ასეთ ვადებზე, პრემიერ მინისტრი დღეს ჟურნალისტებს შეხვდა, და აღნიშნა, რომ არანაირ გარეშე ძალას არ ძალუძა ერაყის მთავრობა წნეხის ქვეშ მოაქციოს.

ერაყის პრემიერ მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის წინასწარ არავის შეუტყობინებია ბაღდადში შიიტებით დასახლებული სადრის რაიონის რეიდი. იქ როგორც ცნობილია ამეირკელი და ერაყელი ჯარები ერთერთი ლიდერის დასაკავებლად შევიდნენ.

ერაყის მთავრობის განცხადებით, შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, დაიჭრა 18.

ნური ალ მალიკის განმარტებით, ერაყის მთავრობა ამ ოპერაციის შესახებ კოალიციის ძალების მხრიდან დამატებით ინფორმაციას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG