ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ლუკაშენკო ნოემბერში თეირანს  ეწვევა


ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი მარტინოვი, რომელიც ირანიდან ეს ესაა დაბრუნდა- აცხადებს, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო ნოემბერში თეირანს ეწვევა.

საგარეო უწყების განცხადებით, შედგება ბელორუსისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა. განსახილველ საკითხებს შორის იქნება ეკონომიკური და სხვა პრიორიტეტები.

ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, მინსკს ეჭვიც არ ეპარება იმაში რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია, და რომ თეირანს უფლება აქვს ბირთვული საქმიანობა აწარმოოს თუკი ასეთი რამ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების პირობებს აკმაყოფილებს.

XS
SM
MD
LG