ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიზნესის დღე  პარლამენტში


საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაიმართა ფორუმი სახელწოდებით „ ბიზნესის დღე პარლამნენტში“, რომელზეც წამყვანი ბიზნესმენები პარლამენტარებს შეხვდნენ. ფორუმოს მონაწილეები 17 ქართულ კომპანიას წარმოადგენდნენ, რომელთა საქმიანობა სასიცოხლო მნიშვნელობისაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

დღევანდელი ფორუმი პარლამენტის შენობაში ბიზნესგარემოს გაძლიერებას და კერძო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად გაიმართა. ფორუმი აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტმა გახსნა. ჯონ ტეფტის განცხადებით, აშშ-ს მთავრობა მიესალმება დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის. ფორუმზე კომენტარისთვის ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურ მდივანს, კოტე ზალდასტანიშვილს მივმართე:

„ - ჩვენი ბიზნეს-საბჭო მიმდინარე წლის იანვარში დაარსდა, დაფუძნდა ბრიუსელში. დღესდღეობით გვყავს 22 წევრი. ჩვენ ევროპულ კომპანიებს ვაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ, თუ რა საკანონმდებლო ცვლილებებია ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების კუთხით..“.

რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოში ბიზნესის განვითარებას ბიზნესმენთა პარლამენტარებთან დიალოგი ? - ამ კითხვით პარლამენტის წევრს, ალექსანდრე შალამბერიძეს მივმართე:

„ - ვისურვებდი, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა ნაკლები იყოს საქართველოში ბიზნესმენთა რაოდენობაზე...“.

XS
SM
MD
LG