ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნისათვის ბუნებრივი აირის რუსეთიდან მიწოდების ხელშეკრულება თითქმის მზადაა.


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნისათვის ბუნებრივი აირის რუსეთიდან მიწოდების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც უკრაინა გაზს შედარებით დაბალ ფასებში მიიღებს თითქმის მზადაა.

ამის შესახებ ბატონმა იანუკოვიჩმა, დღეს კიევში, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან მიხეილ ფრადკოვთან ერთად გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს რუსეთი უკრაინისათვის 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების გარანტიას იძლევა. ათასი კუბური მეტრი 130 დოლერზე მეტი არ ეღირება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად უკრაინა ათას კუბურ მეტრს 95 დოლარად ყიდულობს.

ბატონი ფრადკოვის თქმით, კონტრაქტი უკრაინის სახელმწიფო კომპანიის ნაფტოჰაზისა და გაზპრომის მიერ ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნდება.

XS
SM
MD
LG