ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუანდის ხელისუფლება იკვლევს იმას, იღებდნენ თუ არა მონაწილეობას ფრანგი სამხედროები ქვეყნის 1994 წლის გენოციდში


დღეს დაწყებულ გამოძიებას, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ჟან დე დეიუ მიოო ცაუდგა სათავეში. ზოგი მოწმის თქმით, ფრანგი ჯარისკაცები გენოციდის ფაქტზე არა მარტო თვალებს ხუჭავდნენ, არამედ მისკენ მოუწოდებდნენ კიდეც. სულ გამოძიება, რომლის მსვლელობაც რადიოს საშუალებით გადაიცემა, 25 მოწმის დაკითხვას აპირებს.

საფრანგეთი უარყოფს გენოციდის მომწყობთა გაწვრთნისა და შემდეგ მატი რუანდიდან გაპარების ბრალდებას.

პარალელურად საფრანგეთის სამხედრო ტრიბუნალი იკვლევს მსგავსი ბრალდების ფაქტებს.

შეგახსენებთ, რომ 1994 წელს რუანდაში, ჰუტუს ტომის ექსტრემისტებმა ტუტსის ტომის 800 ათასი წარმომადგენელი დახოცეს.

XS
SM
MD
LG