ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის სამთავრობო ძალებმა წელიწადში ან წელიწად ნახევარში დამოუკიდებლად უნდა შესძლონ ქვეყნის ტერიტორიის გაკონტროლება


ამერიკელი გენერალი ჯორჯ კეისი აცხადებს რომ ერაყის სამთავრობო ძალებმა წელიწადში ან წელიწად ნახევარში დამოუკიდებლად უნდა შესძლონ ქვეყნის ტერიტორიის გაკონტროლება.

ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა გენერალმა განაცხდა რომ შეერთებული შტატები შეამცირებს თავისი ჯარის რაოდენობას ერაყში, თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს დამატებითი ძალების შემოყვანაც არ არის გამორიცხული.

ამავე შეხვედრაზე, ერაყში შეერთებული შტატების ელჩმა ზალმაი ხალილზადემ განაცხადა რომ თავად ერაყის ლიდერები მზად არიან წინასწარ განსაზღვრონ უშიშროების განმტკიცებისა და ეკონომიკის აღორძინებისთვის განკუთვნილი დრო.

ამერიკის წარმომადგენლებმა ირანი და სირია დაადანაშაულეს ერაყელი პარტიზანების მხარდაჭერაში.

XS
SM
MD
LG