ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯარებმა 7 პალესტინელი მოკლეს და 20 დაჭრეს ღაზის სექტორში


პალესტინის ხელისუფლების განცხადებით ისრაელის ჯარებმა 7 პალესტინელი მოკლეს და 20 დაჭრეს ღაზის სექტორში.

შეტაკება ქალაქ ბეით ჰანუნში მოხდა როდესაც ისრაელის ჯარისკაცები პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას ცდილობდნენ.

ისრაელის სამხედროების განცხადებით მათ იმ პალესტინელებს გაუხსნეს ცეცხლი რომლებიც ისრაელის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვას აპირებდნენ.

ამასობაში ისრაელის მემარჯვენე ბეითუნის პარტიის ლიდერმა ავიგდორ ლიბერმანმა ეჰუდ ოლმერტის სამთავრობო კოალიციაში შესვლის შესახებ განაცხადა.

XS
SM
MD
LG