ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მის წინააღმდეგ გაეროს სანქციების შემოღებისათვის სამაგიეროს გადახდით იმუქრება


ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მოჰამად ალი ჰოსეინიმ დღეს განაცხადა, რომ გაეროს სანქციებს რეგიონალური და საერთაშორისო წინააღმდეგობა დახვდება.

პრესმდივნის სიტყვებით ირანის ხელისუფლება “შესაფერის ზომებს” მიმართავს. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის შურისძიებას აპირებს თეირანი.

ბატონმა ჰოსეინიმ თქვა, რომ ირანი ჯერ კიდევ ცდილობს პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარებას. მაგრამ მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანი, დასავლეთის მიერ, ურანის გამდიდრების პროგრამის მოლაპარაკებების გამართვამდე შეწყვეტის მოთხოვნას არ დაჰყაბულდება.

XS
SM
MD
LG