ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთი აცხადებს, რომ გასულ ივლისს ბომბეიში აფეთქების მოწყობაში პაკისტანის ხელი შეინიშნება.


ინდოეთის მთავრობის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების დარგში, ნარაიანანმა, დღეს სი ენ ენისა და აი ბი ენის ტელეჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა სარწმუნო სამხილს არ ფლობს, მაგრამ ბევრი რამ მიუთითებს, იმაზე რომ გასულ ივლისს ბომბეიში განხორციელებული აფეთქების მოწყობაში პაკისტანის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი. ამ აფეთქებას 186 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მრჩევლის თქმით, მომავალ ნოემბერს დაგეგმილი პაკისტან-ინდოეთის მინისტრთა შეხვედრისას სამხილი პაკისტანის მხარეს გადაეცემა.

გასულ თვეს ინდოეთის პოლიციამ ბომბეიში მატარებლების აფეთქების მოწყობაში, პაკისტანის სპეცსამსახური და ლაშკარ-ე თაიბას სეიარარებული ორგანიზაცია დაადანაშაულა. პაკისტანიც და ლაშკარე თაიბაც ამ ბრალდებას უარყოფენ.

პაკისტანი აცხადებს, რომ თუ ინდოეთი უტყუარ სამხილს წარუდგენს, ისლამაბადი თანახმაა აფეთქების მომწყობები დასაჯოს.

XS
SM
MD
LG