ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკში მოკლეს პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ერთგული


პალესტინელი თვითმხილველები აცხადებენ რომ ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკში მოკლეს პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ერთგული უშიშროების სამსახურის თანამშრომელი.

თვითმხილველების თანახმად დღეს ჰამასის დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ბურეჯის ბანაკში მცხოვრები მოჰამედ შაჰადეჰი სახლის წინ მოკლეს.

ჰამასის კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

ორი დღის წინ პალესტინის ავტონომიის პრემიერ მინისტრის ისმაილ ჰანიეს ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნა ორმა შეიარაღებულმა პირმა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.

ამ ფონზე უკვე მეორე დღეა რაც პრეზიდენტ აბასის ერთგულმა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჰამასის მთავრობის მიერ ხელფასების გადახდის უუნარობის გამო ღაზის მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს.

თვის დასწყისში განხორციელებული მსგავსი საპროტესტო აქციები სისხლისღვრით დასრულდა.

XS
SM
MD
LG