ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზღვაო ბრძოლების შედეგად შრი ლანკის სამთავრობო ძალებმა ექვსი მეამბოხე მოკლეს


შრი ლანკის ოფიციალური მთავრობის განცხადებით, საზღვაო ძალებმა თამილი მეამბოხეების ორი ნავი ჩაძირეს . შეტაკების შედეგად 6 თამილი მეამბოხე დაიღუპა.

მთავრობის საპატრულო კატარღამ მეამბოხეებს მაშინ გაუხსნა ცეცხლი, როცა ისინი ჯაფნის ნახევარძუუნძულის მიმართულებით მოძრაობდნენ.

გუშინ განადგურებულ იქნა მეამბოხეთაა 7 ნავი, შედეგად დაიღუპა 35 მათგანი.

მიმდინარე კვირას, შეგახსენებთ რომ თამილმა მეამბოხეებმა რომლებიც მეთევზეთა ფორმებში იყვნენ ჩაცმულები თავი ორი ნავის ბორტზე აიფეთქეს საზღვაო ბაზის შორიახლოს. დაიღუპა ერთი მეზღვარური და 15 მეამბოხე.

XS
SM
MD
LG