ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეთიუ ბრაიზა: "ვიმედოვნებ რომ ურთიერთობები არ გაუარესდება!"


ვაშინგტონში მდებარე ჰუდზონის ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა თემაზე კრიზისი კავკასიაში და ქართულ რუსული ურთიერთობები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სრულუფლებიან ელჩი ამერიკაში ბატონი ვასილ სიხარულიძე, და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბატონი მეთიუ ბრაიზას. დისკუსია მიჰყავდა ჰუდზონის ცენტრის ევრაზიის პოლიტიკის ცენტრის დირექტორს ქალბატონ ზეინო ბარანს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ ბატონ მეთიუ ბრაიზას.

“ ორივე მხარემ ემოციური ტონი უნდა შეარბილოს. ეს პირველ რიგში ეხება რუსეთს რომელმაც უნდა შეწყვიტოს ქსენოფობიური, ანტი ქართული, შემაძრწუნებელი კამაპანია ქართველების წინააღმდეგ შინ და ქვეყნის გარეთ. რამეთუ ასეთი მოქმედება ამ ეტაპზე ვერ ასახავს და ვერ პასუხობს იმ ღირებულებებს, რომლთა მიღწევა გვსურს რუს მეგობრებთან რუსეთში, ჩვენი პარტნიორობის პროცესში. ემოციურობის შემცირებასთან ერთად ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან - ეუთოში, ევროკავშირში, სხვაგან -ჩვენი მხრიდან უნდა მოხდეს იმის ხაზგასმა, , რომ რუსეთმა უნდა დაიცვას პარტნიორობის ასეთი პრინციპები და რომ ჩვენ მოსკოვისგან ველით ასეთი პრინციპების პატივისცემას-რა თქმა უნდა მან უნდა დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები, და ამავე დროს სხვა ქვეყნების უფლებებიც გაითვალისწინოს. დემოკრატიული , წარმატებული საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა მოსკოვისთვის. ასეთი რალობა, შესაბამისად, რუსეთის ქმედებებში უნდა აისახოს, და მე შევეცდები რომ როგორც დელეგატმა მოლაპარაკების მაგიდასთან კონკრეტული წინადადებებითტ შევიტანო ამ საქმეში წვლილი.”

რამდენად დიდია ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების შესაძლებლობა- მეტიუ ბრაიზას პასუხი ასეთია: “იმედი მაქვს ურთიერთობები არ გაუარესდება, თუმცა ცუდი ყოველთვის შეიძლება მოხდეს, და ამის შესაძლებლობა ქართულ რუსულ კონტექსტში ჩემი აზრით იქნება მაშინ, თუ საქართველომ დაინახა, რომ არანაირი პროგრესი არ არის აფზხეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში დავის პოლიტიკური გადაწვყის მხრივ. საქართველომ სამართლიანად გადაწყვიტა სუვერენული სახელმწიფო გააერთიანოს. ასეთი მიზანი აქვს რუსეთს ჩეჩნეთან მიმართებაში, ასეთი მიზანი გვქონდა ჩვენ ამერიკელებს, 1860 წელს.

თუ კონფლიქტების საკითხი მოგვარების გზით წავიდა, მე იმედს ვიტოვებ რომ მდგომარეობა არ გაუარესდება, თუ ასეთი რამ არ მოხდა, მაშინ მე გაუმჯობესების იმედი აღარ მექნება.”

XS
SM
MD
LG