ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი დიდი სისხლისღვრით დაემუქრა ქართველებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით რუსეთმა და საქართველომ უნდა შეარბილონ თავიანთი განცხადებების ტონი, რათა გამოირიცხოს დაძაბულობის კიდევ უფრო მეტის ესკალაცია ორ ქვეყანას შორის.

ქალბატონი რაისის განცხადებით დღეს ამ პრობლემას ის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განიხილავს მოსკოვში.

ფინეთში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება სიტუაციის დაძაბვაში და დიდი სისხლისღვრით დაემუქრა ქართველებს.

თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამორიცხა რაიმე სამხედრო ოპერაციის განხორციელება აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

ასოშიაიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა რომ რუსეთთან მოლაპარაკების გაგრძელებას უჭერს მხარს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა რომ რუსეთის პრეზიდენტმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ევროპის ლიდერებს საქართველოსთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG