ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩარ მოთაქის განცხადებით თეირანი ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებაში.
მისი თქმით ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრია და ამ პროგრამის განვითარების ყველანაირი უფლება გააჩნია.
მომავალი კვირის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭო ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს.
უცხოელი დიპლომატების განცხადებით ირანის წინააღმდეგ შეზღუდული სანქციების შემოღებას აპირებენ.