ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისობა და ბიენალე


თბილისი ტრადიციულად წლის ამ პერიოდში თბილისობის დღესასწაულს აღნიშნავს. იმართება სახვადასხვა სახის კონცერტები, თეატრალიზებული სანახაობები და ე.წ. ღონისძიებები.

ედუარდ შევარდნაძის დაფუძნებულ დღესასწაულზე არც ახალი ხელისუფლება ამბობს უარს და ამიტომ ქალაქის მერიის სახსრებს არ იშურებს თბილისობის ხარსხიანად ჩატარებისათვის. ეს კიდევ ერთი შანსია ახალი საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ სიმღერითა და ცეკვით გაირთოს თავი.

წელს თბილისობის დღესასწაულს კიდევ ერთი სიახლე შეემატა, კიდევ ერთი ძველი ქართული ტრადიცია, რომელსაც ბაზიერების შეჯიბრი ქვია და რომლის ორგანიზებას ბაზიერთა კლუბის დამფუძნებელი გოჩა კვანტალიანი ახდენს. ამ ახალი ინიციატივის და მთლიანად თბილისობის პროგრამის შესახებ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატა მაჩალაძე მოგვახსენებს.

ნატა მაჩალაძე - თურმე ადრე ყოფილა ამის ტრადიცია, ბატონმა გოჩამ როდესაც მოგვმართა, გვითხრა რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ ე.წ. ნადირობას ახორციელებდნენ და შემდეგ ჩვენ გადავწყვეტეთ ჩავრთოთ თბილისობის პროგრამაშიც. წელს თბილისობა იქნება ორ დღიანი, დილიდან პროგრამა იქნება ბავშვებისთვის, ივლის ღია ავტობუსი და მომსვლელებს შესთავაზებს შარშან თბილისობაზე დაწურულ ღვინოს, რომელსაც ასე ქვია “თბილისობა 2005”.

- მას შემდეგ რაც შარშან დაწურული ქართული ღვინო დაილევა და თბილისობის დღესასწაულს საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ, კიდევ ერთი და ვფიქრობთ გაცილებით საინტერესო სიახლე გველის. ახალ და თანამედროვე ხელოვნებაში ძალიან სასიხარულო სიახლეა. ქართველმა ხელოვანებმა, ბიენალეზე მეორე ადგილი აიღეს და ამ ნამუშვერის პრეზენტაცია 22 ოქტომბერს ფსიარტ კაფეში მოეწყობა. გამარჯვებული პროექტის ავტორი ეკა ქარცივაძე მისი ნამუშევრის შესახებ.

ეკა ქარცივაძე – ეს არის ვიდეო ინსტალაცია, ტექნიკური მხარე არის დამატებული კომპიუტერით. ეს არის ობიექტის პროექცია, რომელიც ასახავს სურათს. ჩვენი იდეა რაში მდგომარეობდა - სამყარო იმდენად მატერიალური გახდა და ხალხს აღარ სჯერა სიკეთის, ნდობის, სასწაულების, მოვიფიქრეთ რომ გაგვეკეთებინა ოქროს თევზი, რომელიც შეასრულებდა ყველა სურვილს. ეს პროექტი გავაკეთე ოლეგ ტიმჩენკოსთან ერთად. ჩვენი პროექტი ბიენალეზე ვფიქრობ იმით იყო განსხვავებული, რომ ინსტალაცია გაკეთებული იყო წყალზე, ყველას შეეძლო მისულიყო და ჩაეთქვა თავის სურვილი.

- ასე რომ საბედნიეროდ საქართველოში არა მხოლოდ ღვინოს წურავენ რეზინის ფეხსაცმელებით, და არა მხოლოდ თბილისოს მღერიან, არამედ თანამედროვე ხელოვნებაშიც არის პატარა და სასიხარულო სიახლეები.

XS
SM
MD
LG