ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ბანკომატების გატეხვის სემთხვევები მატულობს.


ჩეისის ბანკის ერთ-ერთ განყოფილებაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ ბანკომატის მანქანის ძირფესვიანად ამოგლეჯისა და გატაცების სცენა აღბეჭდა. არიზონელი პოლიციის სერჟანტი მარკ კლარკი ამბობს, რომ ბოლო დროს ასეთმა შემთხვევებმა იმატა.

“როგორც ჩანს დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანაშაულია. დანაშაულის ჩამდენები აყანყალებენ ბანკომატის საფუძველს. შემდეგ ძირფესვიანად გლეჯენ მას და მცირე საბარგო მანქანის საშუალებით იტაცებენ”. ამბობს სერჟანტი კლარკი.

მხოლოდ გასულ თვეს არიზონაში ოთხი მანქანა მოიტაცეს. შტატის დედაქალაქ ფენიქსში გატაცების 21 მცდელობა დაფიქსირდა.

ზოგი თვლის, რომ ასეთი დანაშაულის ჩადენა სისულელეა და ისინი ბევრ შემთხვევაში სწორიც არიან.

ბანკომატების მაწარმოებელი ერთ-ერთი კორპორაციის თანამშრომელი ბობ ტრამონტანო ამბობს, რომ მანქანის ხელში ჩაგდების შემთხვევაშიც, დამნაშავეებისთვის ბანკომატში ჩადებული ფულის ამოღება თითქმის შეუძლებელია. ამას გარდა მცირე ზომის ბანკომატებში შეიძლება მხოლოდ ორასი დოლარი იყოს ცადებული, ხოლო დიდ მანქანებს სატელიტური ძებნის მოწყობილობა აქვთ ჩამონტაჟებული, რაც მათ მიგნებას საკმაოდ აადვილებს.

“ამ მოწყობილობას გლობალურად ადგილმდებარეობის დამდგენი ჰქვია. და გატაცებული ბანკომატის მიგნებას თითმის გარდაუვალს ხდის”. ამბობს ბატონი ტრამონტანო.

ვიდეოფირზე აღბეჭდილი ერთ-ერთი გატაცება ბულდოზერის საშუალებით განხორციელდა. პოლიცია კადრზე აღბეჭდილი დამნაშავეების ამოცნობას ცდილობს. პოლიციის სერჟანტი მარკ კლარკი ფიქრობს, რომ ქალაქსი ერთზე მეტი კრიმინალური ჯგუფი მოქმედებს.

“ამ დანაშაულებში სხვადასხვა ხელწერა იგრძნობა”. ამბობს სერჟანტი.

გასულ თვეს, ვირჯინიის შტატში დამნაშავემ ბანკომატის პროგრამა შეცვალა და დიდი თანხის გამოტანა შესძლო. დანაშაული მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა შენიშნა ბანკომატის ფუნქციონირების დარღვევა.

საბანკო საქმის ექსპერტების აზრით, ბანკომატების გატეხვისა და გატაცების შემთხვევების მატება იმითაა განპირობებული, რომ ჩვენს დროში ეს აპარატები უკვე თითქმის ყველა კუთხე კუნჭულში დგას.

XS
SM
MD
LG