ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კირკუკში მომხდარ აფეთქებაში რვა ადამიანი დაიღუპა 


ერაყის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარი ორი აფეთქებისას 20 ადამიანი დაიღუპა. კირკუკში მომხდარ აფეთქებაში რვა ადამიანი დაიღუპა.

ამის პარალელურად, კამიკაძემ მოსულში ავტომანქანა შეაჯახა პოლიციის სადგურს. ინციდენტისას 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 25.მთავრობის მითითებით, მოსულში კომენდატის საათი დაწესდა.

ამერიკის სამხედრო წარმომადგენლის უილიამ ქალდუელის განცხადებით, ერაყში მიმდინარე ძალადობა რამადანის პირველი ორი კვირის მანძილზე 22 პროცენტით გაიზარდა. ოქტომბერში ერაყში 70 ამერიკელი ჯარისკაცი და საზღვაო ქვეითი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG