ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისს 2 დღის განმავლობაში აშშ  სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი სტუმრობდა.


კონდოლიზა რაისის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს, პრემიერს - ზურაბ ნოღაიდელს, საგარეო საქმეთა მინისტრს - გელა ბეჟუაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს - ნინო ბურჯანაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. მხოლოდ ამის შემდეგ დანიელ ფრიდმა შეერთებული შტატების საელჩოში ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, გარდა ლეიბორისტებისა და კონსერვატორებისა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის დენიელ ფრიდის ვიზიტის მიზანი იყო კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოსთვის ესოდენ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ვაშინგტონის მხარდაჭერა. დენიელ ფრიდმა ასევე საქართველოს ტეროტიროიული მთლიანობის ხელშეუხებლობა დაადასტურა:

,,- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ. არ ვცნობთ ასევე იქ ჩატარებული რეფერენდუმების შედეგებს. მათსა და კოსოვოს შორის პარალელების გავლება ისტორიულად მცდარია. არ შეიძლება მაგალითის სახით კოსოვოს მოყვანა, რადგან ეს უნიკალური შემთხვევაა.’’

დ. ფრიდმა ასევე კომენტარი სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართვის შესახებაც გააკეთა. როგორც ცნობილია სწორედ გუშინ სოხუმმა მოსკოვს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა. აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით დ. ფრიდმა აღნიშნა, რომ ვერავითარი რეფერენდუმი მიდგომას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ვერ შეცვლის. მსგავს რეფერენდუმს დნესტრისპირეთიც ატარებდა, მაგრამ ის არავინ სცნო - განაცხადა დ. ფრიდმა, რომელთანაც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ გავლენიანი დენიელ ფრიდი მზად იყო ოპოზიციისთვის მოესმინა. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს არა მიხეილს სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, არამედ ქართველ ხალხს და საქართველოს. - ასეთი კომენტარი გააკეთა დენიელ ფრიდთან შეხვედრის შემდეგ დავით გამყრელიძემ.

XS
SM
MD
LG