ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების სიცოცხლეში გატარების მიღწევას ლამობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბან კი მუნმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ აუცილებლად უნდა დათმოს ბირთვული იარაღი. სეულში პრესკონფერენციის მსვლელობისას, მდივანმა და მინისტრმა აღნიშნეს რომ ჩრდილოეთ კორეა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

რაისმა და ბანმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა გაეროს მიერ ფხენიანის წინააღმდეგ მიღებული სანქციების იმპლემენტაციის გზებს ეძებს.

ქალბატონი რაისის სიტყვებით:

“იმის ფიქრი, რომ ჩვენ გაეროს რეზოლუცია 1718-ის ხორცშესხმა, ჩრდილოეთ კორეასთან ცუდი ურთიერთობის ესკალაციის გამოსაწვევად გვსურს ძალზე არასწორია. ჩვენ უბრალოდ რეზოლუციის ეფექტური იმპლემენტაციის მიღწევას ვლამობთ”.

თუმცა ჩრდილოეთ კორეის მეზობლები ჯერ-ჯერობით ქვეყანაში მიმავალი ხომალდების შემოწმებას უარობენ.

XS
SM
MD
LG