ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში განხორციელებულ აფეთქებებს სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა


ავღანეთში განხორციელებულ აფეთქებებს სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ხოსტისა და ჰელმანდის პროვინციებში, კამიკაძე ტერორისტების მიერ მოწყობილი ორი სხვადასხვა აფეთქების შედეგად ერთი პოლიციელი და ორი ბავშვი დაიღუპა.

პირველ აფეთქებაში დაიღუპა პოლიციელი და ოთხი ადამიანი დაიჭრა. მეორე აფეთქება კამიკაძემ ნატოს ბადრაგის ახლოს მოახდინა. შედეგად დაიღუპა ორი ბავშვი, ხოლო ნატოს რამდენიმე ჯარისკაცი კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG