ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმი რუსეთის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლობის აღიარებას და აფხაზეთთან ურთიერთობების დამყარებას ითხოვს. 


აფხაზეთს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა დღეს მიიღო დადგენილება, რის საფუძველზეც სოხუმი რუსეთის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლობის აღიარებას და აფხაზეთთან ურთიერთობების დამყარებას ითხოვს.

პარლამენტარების განცხადებით, მათ ქვეყანას სუვერენული სახელმწიფოს დამახასიათებელი ყველა ნიშანი აქვს, და ამიტომაც, მათ საერთაშორისო საზოგადოებას დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდეს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩევი ამ ფონზე აცხადებს, რომ ქვედა პალატა შეისწავლის ამ მოთხოვნას, თუმცა რუსეთის მთავრობას იგი აჩქარებას არ ურჩევს.

XS
SM
MD
LG