ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბუშმა ტერორისტობაში ეჭვმიტანილთა დაკითხვის კანონს მოაწერა ხელი.


პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი კანონი ტერორიზმძი ეჭმიტანილთა დაკითხვის წარმოების შესახებ, ნათლად აჩვენებს იმას, რომ შეერთებული შტატები მოთმინებით მოქმედებს და მის წინააღმდეგ მუქარას არ ეპუება.

“პრეზიდენტი ძალზე იშვიათად აწერს ხელს ისეთ დოკუმენტს, რომელსაც მრავალი ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენა ძალუძს. დღეს სწორედ ასეთი პრივილეგია მერგო წილად”. ციტატის დასასრული.

ბატონი ბუშის მიერ კანონზე ხელის მოწერასა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა საზღვარგარეთ დაკითხვის აღიარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ექვსი კვირა გავიდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ სააგენტოს ამ პროგრამის წყალობით, რამდენიმე ტერაქტის თავიდან აცილება და ალ-ყაედას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურის დაკავება მოხერხდა.

“ჩვენი ერი ბოროტებას, დაუნდობელ მკვლელობას მოთმინებითა და სამართლიანი განსჯით დაუპირისპირდება. უდანაშაულოთა მკვლელებს პასუხი მოეთხოვებათ ‘. სთქვა პრეზიდენტმა.

ახალი კანონის თანახმად, პრეზიუდენტს პატიმართა მიმართ მოპყრობის საერთაშორისო კანონმდებლობის ინტერპრეტაციის უფლება ეძლევა.

პრეზიდენტ ბუშს ამ კანონის არსებობა ძალზე ესაჭიროებოდა, რადგანაც გასულ ივნისს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დაკავებულების სამხედრო ტრიბუნალებისათვის გადაცემის გეგმა ამერიკისა და საერთაშორისო კანონებს ეწინააღმდეგებოდა.

თეთრი სახლის წინ ახალი კანონის მიღების წინაარმდეგ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს.

ერთ-ერთი მოპროტესტე ლინდა გასტიტუსი ამბობს, რომ ახალი კანონის მიღება ამერიკისათვის დიდ სირცხვილს წარმოადგენს. მისი სიტყვებით:

“ჩვენ კანონის მიღების წინააღმდეგ, ერთობლივი საპროტესტო განცხადება დავწერეთ. აქ ჩვენ ვეწინააღმდეგებით წამების, უვადოდ დაკავების და საიდუმლო საპყრობილეების არსებობას”.

დემოკრატიული პარტიის მრავალი წევრი და სხვებიც კანონს იმიტომ აკრიტიკებენ, რომ მის საფუძველზე პატიმრის ზოგი უფლების შელახვაა დასაშვები. მაგალითად ეჭვმიტანილს დაკავების სასამართლოში გასაცივრების უფლება არ აქვს. მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კანონი პრეზიდენტს დაკავებულების ბრალდების წაყენების გარეშე ციხესი უვადოდ გამომწყვდევისა და იქ მათი ჩაგვრის საშუალებას აძლევს.

XS
SM
MD
LG