ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს რუსეთში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების და ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფების რეგისტრაციის ვადა იწურება


მათი უმრავლესობა დღეს გაუგებრობაში იმყოფება, რამეთუ გაურკვეველია რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის მთავრობა ამ მიმართულებით მომავალში.

ახალი სარეგისტრაციო კანონის თანახმად, უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დოკუმენტების გრძელი ნუსხა უნდა ჩააბარონ შესაბამის ორგანოებს მათ შორის მათი ორგანიზაციების დამფუძნებელთა

პასპორტის ნომრები და სახლის მისამართები.

ერთერთი ფრანგული საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ დღეს შუადღისთვის მხოლოდ 91 უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია გატარდა რეგისტრაციაში. რუსეთში ამ ახალი კანონის საფუძველზე პრობლემა 200-დან 5000-მდე ორგანიზაციას შეექმნება, ვარაუდობენ სპეციალისტები. ამ ორგანიზაციებს შoრის არიან ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები და გაშვილების სააგენტოები.

ამ ფონზე, მოსკოვი არ აკონკრეტებს თავის მიზნებს და არც დამსჯელ ზომებზე საუბრობს მათ წინააღმდეგ ვინც რეგისტრაციას დროულად ვერ გაივლის.

XS
SM
MD
LG