ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში ბავშვთა სიღარიბის დონე განსაკუთრებით გაუარესდა


გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში ბავშვთა სიღარიბის დონე განსაკუთრებით გაუარესდა.

ახალი კვლევის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ 15 წლის და უფრო პატარა ასაკის ბავშვების სრული მოსახლეობის 25 პროცენტი ამ ტერიტორიაზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

სიღარიბის ზღვარად კვლევა მოიაზრებს იმ ოჯახებს, რომლებიც დღეში ორ დოლარსა და 15 ცენტზე ცხოვრობენ.

უნიცეფის განცხადებით, მონაცემები განსხვავდება ამ რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ბოსნია ჰერცეგოვინაში სიღარიბის ქვევით მხოლოდ ბავშვთა 5 პროცენტი ცხოვრობს. შუა აზიის ქვეყნებში კი ეს ციფრი 80 პროცენტს შეადგენს.

XS
SM
MD
LG