ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თემურ მჟავია: აშშ-ს პოზიცია საქართველოსადმი არ შეცვლილა !


გასულ პარასკევს, 13 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებაში, სადაც წერია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარების გართულებაზე პასუხისმგებლობა, კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრა. უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა ქართული მხარის მიერ მოსკოვის 1994 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო, ამიტომ თბილისს სამხედრო რიტორიკისაგან და პროვოკაციული ქმედებებისაგან, განსაკუთრებით ზემო აფხასზეთში, თავის შეკავება ურჩია.

ქართველთა დიდი ნაწილი აღნიშნულ რეზოლუციას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გარიგებად აფასებს. 27 სექტემბერს აფხაზეთის დევნილობაში მყოფმა ლეგიტიმურმა მთავრობამ ხეობაში საზეიმო ვითარებაში ოფისის პრეზენტაცია გამართა. როგორ აისახება აღნიშნული რეზოლუციის ამოქმედება აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების მოღვაწეობაზე ? - ამ კითხვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თემურ მჟავიას მივმართე :

- თავის თავად, არ ვაღიაროთ ის, რომ რაღაც იმპერიული ტონით არის ნახსენები კოდორის ხეობა, და შინაარსი პრაქტიკულად რუსულმა მხარემ გარკვეული ზეწოლის შედეგად განახორციელა გაეროში, ამაზე საუბარი ზედმეტია. ის, რომ ეს რეზოლუცია რუსული დოკუმენტია, რომელიც მიღებული იქნა გაეროს მიერ კომპრომისის გათვალისწინებით, ესეც ჩემთვის ნათელია. თუმცა, ეს დოკუმენტი არავითარ შემთხვევაში არ მიანიშნებს იმას, რომ აშს-ს პოზიცია საქართველოსა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ რადიკალურად შეიცვალა.

XS
SM
MD
LG