ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი და ინდოეთი სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას მომავალ თვეს აპირებენ.


პაკისტანი და ინდოეთი, ივლისში ბომბეიში მომხდარი მატარებლის აფეთქების გამო შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკების გაგრძელებას მომავალ თვეს აპირებენ.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები 14 ნოემბერს დელიში განახლდება.

გასულ თვეს, პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი, კუბაში შეხვდნენ ერთმანეთს და ქაშმირის საკამათო ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG