ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს, ფხენიანი გმობს


ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბირთვული აფეთქების განხორციელების გამო, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შემოღება, ომის გამოცხადების ტოლფასია.

ამ განცხადების თანახნმად, ყველას ვინც კი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას ეცდება, ჩრდილოეთ კორეა უმოწყალოდ დასჯის. აქვე აღინიშნა, რომ “ჩრდილოეთ კორეას მშვიდობა სურს, მაგრამ ომისაც არ ეშინია”.

განცხადებასი ნათქვამია, რომ შეერთებული სტატების “სოციალისტური სისტემის განადგურებას ცდილობს”

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ჰილი, ჩრდილოეთ კორეის პრობლემის ირგვლივ მოკავშირეებთან სასაუბროდ, დღეს სამხრეთ კორეას ეწვია.

დღეს შეერთებულმა შტატებმა დაამოწმა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გასულ კვირას განხორციელებული აფეთქება ნამდვილად ბირთვული იყო.

XS
SM
MD
LG