ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელმა სამხედროებმა დატოვეს სამხრეთ ავღანეთის ერთ-ერთი რთული რაიონი


ნატოს განცხადებით ბრიტანელმა სამხედროებმა დატოვეს სამხრეთ ავღანეთის ერთ-ერთი რთული რაიონი ადგილობრივ ტომთა ბელადებთან და უხუცესებთან მოლაპარაკების შემდეგ.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადებით ჰელმანდის პროვინციის მუსა ყალას რაიონიდან ბრიტანელები ტომთა ბელადების მოთხოვნის შემდეგ გამოვიდნენ და ამ გარიგებაში თალიბებს არ მიუღიათ მონაწილეობა.

ამასობაში კოალიციურმა ძალებმა თალიბთა ერთ-ერთი სამხედრო მეთაური და მისი 15 მებრძოლი გაანადგურეს საავიაციო დარტყმის შედეგად.

დღესვე პაკისტანის საზღვართან ავღანეთის სამთავრობო ჯარებსა და თალიბანის პარტიზანულ შენაერთებს შორის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობდა ყუმბარმტყორცნებისა და ტყვიამფრქვევების გამოყენებით.

XS
SM
MD
LG