ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ სასაუბროდ, ამერიკელი დიპლომატები იაპონიას ესტუმრნენ


აქ რეგიონის ქვეყნები ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების საკითხს განიხილავენ.

ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლებისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების მცდელობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ჰილი იაპონელ კოლეგას კენიჩირო სასაეს ხვდება.

ასევე დღეს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დაუნერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხომალდებს ავსტრალიის ნავსადგურებით სარგებლობა აეკრძალათ.

ფხენიანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების მცდელობით, ზეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ჩავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ გაეროს უსიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები, ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ერთხმად დაეთანხმნენ.

XS
SM
MD
LG