ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კამიკაძის მიერ განხორციელებულ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთში კამიკაძე ტერორისტმა ნატოს ავტოკოლონას ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა შეაჯახა. აფეთქებაში სამი ავღანელი საქმოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილია ნატოს ერთი ჯარისკაცი და ოთხი სამოქალაქო პირი.

ტერაქტი ქალაქ ყანდაარის მიდამოებსი განხორციელდა.

წუხელ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კოალიციის ძალებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამამზადებელი პუნქტი გაანადგურეს და სამი მოთრეშე მოკლეს.

ხოსტის პროვინციაში მოთარეშეებმა სამი პოლიციელი გამოასალმეს სიცოცხლეს. ხოლო ქალაქ ჰერათის მიდამოებში განხორციელებულ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG