ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.

ეს ტერაქტი ბაღდადიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ სუარაში მოხდა, სადაც სუნიტები და შიიტები ცხოვრობენ.

დღესვე ბაღდადში ნაღმზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, პოლიციამ კი კიდევ 8 დახოცილი ადამიანის გვამი აღმოაჩინა ერაყის დედაქალაქში.

XS
SM
MD
LG