ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამიკაძის მიერ სამხედროების ავტოკოლონის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 67 ადამიანი დაიღუპა


შრი ლანკის ხელისუფლების განცხადებით კამიკაძის მიერ სამხედროების ავტოკოლონის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 67 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა.

დაღუპულთა უმრავლესობა შრი ლანკის სამხედრო საზღვაო ძალების მეზღვაურები იყვნენ.

ასფეთქებლი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი კამიკაძეებმა სახმედრო-საზღვაო ბაზა ტრინკომალიში მიმავალი ავტოკოლონის მახლობლად ააფეთქეს.

კოლონაში მყოფი 15 ავტობუსიდან 13 განადგურებულია.

მეამბოხე თამილი ვეფხვების წარმომადგენლებს ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებით კომენტარი ამ ტერაქტთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG