ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კირკუკში მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის ქალაქ კირკუკში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერაყის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს ქალაქ კირკუკში, რამდენიმე მანქანაში დამონტაჟებული ბომბების აფეთქებებს, სულ მცირე 8-ა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერტი აფეთქება ხალხმრავალი ბაზრის სორი-ახლოს განხორციელდა, მეორე კი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ბადრაგის წინააღმდეგ იყო მიმართული. ინფორმაციის თანახმად მაღალჩინოსანი აფეთქებას უვნებლად გადაურჩა. ბალადის პროვინციაში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმას, 30-თამდე სუნიტის სიცოცხლე შეეწირა. პარალელურად ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ბაღდადის სამხრეთით მოხდარ, გზისპირა ნარმის აფეთქებას სამი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG