სუდანი, კიდევ ერთხელ უარობს დარფურის რეგიონში გაეროს ჯარების შეყვანას. სუდანი აცხადებს, რომ ქვეყნის ომით გაჩანაგებულ დარფურის რეგიონში გაეროს ჯარების შეყვანას ისევ ეწინააღმდეგება. დღეს სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ალი დადიქმა ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლამ აკოლი და შეერთებული შტატების სპეციალური წარგზავნილი ენდრიუ ნატსიოსი საკითხის განხილვის მიზნით ერთმანეთს ხვდებიან. პრეს-მდივნის თქმით ხართუმი წარგზავნილის ვიზიტს მიესალმება, მაგრამ რეგიონში დისლოცირებულ იაფრიკის კავსირის ზალების გაეროს სამხედრო კონტინგენტის მიერ შეცვლას მიზანშეწონილად არ თვლის. შეგახსენებთ, რომ 2003-მ წელს მოყოლებული, აჯანყებულებსა და სამთავრობო ჯარებს შორის მიმდინარე ბრძოლის შედეგად, დარფურში დაღუპულია ათი ათასობით ადამიანი, ხოლო დევნილია ორ მილიონამდე კაცი.