ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს კიდევ აქვს შანსი თავიდან აიცილოს საერთაშორისო სანქციები


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა რომ ირანს კიდევ აქვს შანსი თავიდან აიცილოს საერთაშორისო სანქციები თუ დათანხმდება საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების გაგრძელებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროკავშირის ლიდერები ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოში ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ.

შეერთებული შტატების განცხადებით უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ სანქციების პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

დასავლეთი ირანის ხელისუფლებას ურანის გამდიდრების პროექტის შეჩერების სანაცვლოდ გარკვეული შეღავათების დაწესებას შეპირდნენ, რაზეც თეირანმა უარი განაცხადა.

XS
SM
MD
LG