ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეამ და იაპონიამ განაცხადეს რომ ვერ აღმოაჩინეს რადიაციის კვალი


სამხრეთ კორეამ და იაპონიამ განაცხადეს რომ ვერ აღმოაჩინეს რადიაციის კვალი, რაც დაადასტურებდა ჩრდილოეთ კორეის მტკიცებას ატომური ბომბის გამოცდის შესახებ.

პარასკევს შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხდა, რომ ამერიკულმა თვითმფრინავმა აღმოაჩინა რადიაციის კვალი ჰაერში, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის მახლობლად.

ჩრდილოეთ კორეის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოში დღეს უნდა უყარონ რეზოლუციის პროექტს კენჭი, თუმცა უკანასკნელ წამს რუსეთის და ჩინეთის მიერ გარკვეული წინააღმდეგობის არსებობის გამო შესაძლოა დღევანდელი განხილვა გადაიდოს.

XS
SM
MD
LG