ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 6 პალესტინელი მებრძოლი დაიღუპა ღაზის სექტორში


პალესტინის უშიშროების სამსახურის განცხადებით ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 6 პალესტინელი მებრძოლი დაიღუპა ღაზის სექტორში.

ისრაელის სამხედროების განცხადებით ჯაბალიის მახლობლად პალესტინელებმა მათ ტანკ საწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს, რასაც ებრაელთა საპასუხო რეაქცია მოჰყვა ავიაციის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ამ კონტრშეტევის დროს 15 პალესტინელი დაიჭრა.

პალესტინის ჰამასის მთავრობამ დაგმო ეს აქცია. წინა ხუთშაბათის შემდეგ ისრაელმა რამდენიმე სამხედრო ოპერაცია განახორციელა პალესტინელთა წინააღმდეგ რასაც 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ისრაელის განცხადებით პალესტინელთა რაკეტებმა ქალაქ სდეროთის საცხოვრებელ უბანში ორი ადამიანი დაჭრეს.

XS
SM
MD
LG