ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ომებს საკუთარ ტერიტორიაზე არ აპირებს


საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ემზადება. დღეისათვის მდგომარეობა ასეთია: დღეს უშედეგოდ დასრულდა ვლადიკავკაზში გამართული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა. ვინაიდან კონფლიქტის დარეგულირებას ბოლო არ უჩანს, თბილისი ბოლო დროს კომისიის ფორმატის შეცვლის ინიციატივით გამოდის.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მერაბ ანთაძის წინადადებას შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობის ორმხრივ ფორმატში გაგრძელების შესახებ, როცა გარანტის როლს ევროკავშირი, აშშ და რუსეთი შეასრულებენ, კომისიის დანარჩენმა წევრებმა მხარი არც ამჯერად დაუჭირეს. ცხინვალის რეგიონში საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული. ცხინვალი თავდასხმას ელოდება და ომისთვის ემზადება.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს, ხოლო თბილისს კოდორის ხეობაში ქართული პოლიციური დანაყოფების შეყვანაში ადანაშაულებს. ზემო აფხაზეთში დსთ-ს სამშვიდობო ძალებისა და გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მიერ ჩატარებული მონიტორინგი გახდა ჭუბურხინჯის მოლაპარაკებების მთავარი საგანი.

აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნიკა რურუას გავესაუბრე.

ბატონო ნიკა, რა ხდება ცხინვალის რეგიონში?

ნ. რურუა _ ცხინვალის რეგიონში ხდება ის, რაც ხდება ბევრი წლების განმავლობაში. საკმაოდ განუკითხავი სიტუაციაა, სადაც კანონი არ კანონობს, სადაც კონსტიტუციური მართლწესრიგი საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების არ არის. ყოველ შემთვევაში, გარკვეულ ნაწილებში და ხდება ათასი სახის დანაშაული. იარაღით, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტერორისტული აქტების დაგეგმვა და ა.შ.

საქართველო თავდასხმისთვის არ ემზადება. საქართველო არ აპირებს ომებს საკუთარ ტერიტორიაზე. მთელი მსოფლიო აღიარებს ჩვენ იურისდიქციას, ამიტომ ომი არ შეიძლება დაერქვას ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს მართლწესრიგის აღდგენისთვის.

XS
SM
MD
LG