ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამტკიცდა რეზოლუცია აფხაზეთში გაეროს სამშვიდობო ძალთა მისიის გაგრძელების შესახებ


გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია აფხაზეთში გაეროს სამშვიდობო ძალთა მისიის გაგრძელების შესახებ. აქედან გამომდინარე, აფხაზეთში რუს მშვიდობისმყოფელებს 15 აპრილამდე უგრძელდებათ მანდატი.

დოკუმენტში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ ყურად იღოს აფხაზეთის შეშფოთება და თავი შეიკავოს აგრესიული განცხადებებისა და აფხაზეთში პროვოკაციული ნაბიჯებისგან.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიღება მოჰყვა სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის სატელეფონო საუბარს ამ საკითხზე.

XS
SM
MD
LG