ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი და გრამინ ბანკი გახდა


ამ უკანასკნელს ბანგლადეშში ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად ეკონომიკური და სოციალური ინიციატივებისთვის გადაეცა უმაღლესი ჯილდო.

ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ოლე დანბოლტ მიოესმა ეს განცხადება დღეს გააკეთა ოსლოში. მან ბატონი იუნუსი მილიონობით ადამიანის საკეთილდღეოდ პრაქტიკული ნაყოფიერი ქმედებებისთვის შეაქო.

ნობელის მშვიდობის კომიტეტი ამასთან აცხადებს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია მანამ სანამ, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბიდან თავის დაღწევის გზებს არ გამონახავს.

გრამინ ბანკის საშუალებით, როგორც კომიტეტმა აღნიშნა, მუჰამედ იუნუსმა შესძლო მიკრო კრედიტები სიღარიბესთან ბრძოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ექცია, განსაკუთრებით კი ეს ქალებს დაეხმარა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.

XS
SM
MD
LG