ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის საჯარისო შენაერთებმა 13 პალესტინელი მოჰკლეს


ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელის საჯარისო შენაერთებმა 13 პალესტინელი მოჰკლეს.

პალესტინელი თვითმხილველები აცხადებენ, რომ დღეს, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაჯგუფება ჰამასის სამი მეამბოხე დაიღუპა. ისრაელის ჯარების განცხადებით ჰამასი თავად აპირებდა ისრაელის მიმართულებით რაკეტების გატყორცნას.

რამდენიმე საათით ადრე კი ღაზის სექტორის სამხრეთში ისრაელელი ჯარისკაცები პალესტინელ მეამბოხეებს შეეტაკნენ. პალესტინელთა განცხადებით, შეტაკებას ემსხვერპლა მშვიდობიანი მოქალაქე.

გუშინ, ისრაელის მიერ განხორციელებული რეიდის და საჰაერო თავდასხმისას ღაზაზე სულ მცირე ცხრა პალესტინელი, მათ შორის ჰამასის სამი მეამბოხე დაიღუპა.

ბოლო დღეების მანძილზე ისრაელმა ღაზის სექტორში გააფართოვა რეიდები, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ივნისში პალესტინელმა მეამბოხეებმა ისრაელელი ჯარისკაცი გაიტაცეს.

ისრაელი როგორც ცნობილია უარყოფს ჰამასის წინადადებას გატაცებული ჯარისკაცი ასობით დატყვევებული პალესტინელი მეამბოხის სანაცვლოდ გაათავისუფლოს.

XS
SM
MD
LG